ტრიქოფიტია trichophytosis

ტრიქოფიტია - კანისა და მისი დამანატების (თმები, ფრჩხილები) დაავადებაა; გამომწვევია Trichophyton – ის გვარის სოკოები. განასხვავებენ ზედაპირულ, ღრმა, დაჩირქებად ტრიქოფიტიებს. ზედაპირული ტრიქოფიტიების დასნებოვნების წყაროს წარმოადგენენ დაავადებული ადამიანები. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან უშუალო კონტაქტის შედეგად, უხშირესად ოჯახის, დახურული საბავშვო დაწესებულებების პირობებში. ღრმა ტრიქოფიტიის დასნებოვნების წყაროებია დაავადებული ცხოველები, მათთან უშუალო ან მათი ბეწვით დაბინძურებული საგნებთან კონტაქტი. ტრიქოფიტიის პათოგენეზში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კანის ტრამვებს, მის სინოტივეს, ორგანიზმის დამცველობითი ძალების დარღვევებს.
 ტრიქოფიტია
ტრიქოფიტია - სიმპტომები გლუვი კანის ზედაპირული ტრიქოფიტია – მრგვალი ან ოვალური ფორმის, წვრილი ანთებითი, ჩვეულებრივ ერთეული ლაქები პერიფერიული ბალიშებით, რომლებზეც წარმოიქმნება ქერქებად გამშრალი ბუშტუკები; ლაქების ცენტრში ვლინდება აქერცვლა. ქავილი ჩვეულებრივ არ აღინიშნება. Read the rest of this entry »