ფსიქოორგანული სინდრომი psychoorganic syndrome

ფსიქოორგანული სინდრომი - ფსიქოპათოლოგიური სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ძირითადად ვლინდება ინტელექტის, მეხსიერებისა და აფექტური სფერის დარღვევებით. განპირობებულია თავის ტვინის ორგანული დაზიანებით (ტრავმის, ინტოქსიკაციის, ინფექციის, სისხლძარღვოვანი და სხვა დაავადებების შედეგად). ფსიქოორგანული სინდრომიყველაზე იოლი ფორმის დროს წარმოდგენილია ასთენიური მდგომარეობით, რომელიც ვლინდება სისუსტით, დაუძლურებით, ემოციური ლაბილობით, მეხსიერებისა და შრომისუნარიანობის დაქვეითებით. Read the rest of this entry »