ნევროზები neurosis

ნევროზები – ფსიქოგენიების განსაკუთრებით გავრცელებული სახე; ხასიათდება ფსიქიკური დარღვევების პარციალურობით, მათდამი კრიტიკული დამოკიდებულებით, დაავადების შეცნობის შენარჩუნებით, სომატური და ვეგეტატიური დარღვევებით. ნევროზების განვითარება ხდება სხვადასხვანაირად. ხანმოკლე ნევროზულ რეაქციებთან ერთად არაიშვიათად აღინიშნება ასევე მათი გახანგრძლივებული მიმდინარეობაც. ნევროზული რეაქციები წარმოიქმნება შედარებით სუსტ, მაგრამ ხანგრძლივად მოქმედ გამაღიზიანებლით, რომელიც იწვევს მუდმივ ემოციურ დაძაბულობას ან შინაგან კონფლიქტებს. გარდა ფსიქოგენური ზემოქმედებისა, ნევროზების გენეზში დიდი როლი ეკისრება კონსტიტუციურ კუთვნილებას. გამოყოფენ სამ ტიპს: ნევრასთენია, აკვიატებული მდგომარეობების ნევროზი, ისტერია. Read the rest of this entry »