воскресенье, 17 марта 2013 г.

ლაპარასკოპია

ამერიკელი ლაპარასკოპისტები ჩაატარებენ ურთულეს ლაპარასკოპიულ ოპერაციებს მუცლის ღრუს ორგანოებზე – გურამ ქარაზანაშვილის კლინიკაში

 .. ”თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები” კლინიკაში  21-30 მარტს მაღალკვალიფიციური ამერიკელი ლაპარასკოპისტები ჩაატარებენ ურთულეს ლაპარასკოპიულ ოპერაციებს მუცლის ღრუს ორგანოებზე. კლინიკა აღჭურვილია უახლესი  სამედიცინო  აპარატურით, პერსონალი დაკომპლექტებულია საუკეთესო სპეციალისტებით. კლინიკის პრიორიტეტია საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მკურნალობის უმაღლესი ხარისხი და მაღალი დონის  მომსახურება  ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. დაწვრილებით იხილეთ >>>>

вторник, 5 февраля 2013 г.

среда, 9 января 2013 г.

როზაცეა


როზაცეა rosacea

როზაცეა - დაავადება, რომელიც წარმოიქმნება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში (ხშირად ქალებში) და ხასიათდება სახეზე მცირე ზომის პაპულურ – პუსტულური გამონაყრის გაჩენით, ერითემის ფონზე, ტელეანგიექტაზიებით.
 როზაცეა
როზაცეა - ეტიოლოგია  დადგენილი არ არის. Read the rest of this entry »

ტრიქოფიტია


ტრიქოფიტია trichophytosis

ტრიქოფიტია - კანისა და მისი დამანატების (თმები, ფრჩხილები) დაავადებაა; გამომწვევია Trichophyton – ის გვარის სოკოები. განასხვავებენ ზედაპირულ, ღრმა, დაჩირქებად ტრიქოფიტიებს. ზედაპირული ტრიქოფიტიების დასნებოვნების წყაროს წარმოადგენენ დაავადებული ადამიანები. დასნებოვნება ხდება ავადმყოფთან უშუალო კონტაქტის შედეგად, უხშირესად ოჯახის, დახურული საბავშვო დაწესებულებების პირობებში. ღრმა ტრიქოფიტიის დასნებოვნების წყაროებია დაავადებული ცხოველები, მათთან უშუალო ან მათი ბეწვით დაბინძურებული საგნებთან კონტაქტი. ტრიქოფიტიის პათოგენეზში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კანის ტრამვებს, მის სინოტივეს, ორგანიზმის დამცველობითი ძალების დარღვევებს.
 ტრიქოფიტია
ტრიქოფიტია - სიმპტომები გლუვი კანის ზედაპირული ტრიქოფიტია – მრგვალი ან ოვალური ფორმის, წვრილი ანთებითი, ჩვეულებრივ ერთეული ლაქები პერიფერიული ბალიშებით, რომლებზეც წარმოიქმნება ქერქებად გამშრალი ბუშტუკები; ლაქების ცენტრში ვლინდება აქერცვლა. ქავილი ჩვეულებრივ არ აღინიშნება. Read the rest of this entry »

вторник, 8 января 2013 г.

ფსიქოპათია


ფსიქოპათიები psychopathy

ფსიქოპათია - ხასიათის თანდაყოლილი ანომალია, პიროვნების წყობის მყარი თანდაყოლილი თავისებურებები, რომლებიც მეტ-ნაკლები ხარისხით აფერხებენ მის სრულფასოვან ადაპტაციას გარემოში. გამოყოფენ ასევე შეძენილ ფსიქოპათიურ მდგომარეობებს, რომლებიც წარმოიქმნება  ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებისა და სხვა დაავადებების შედეგად. ფსიქოპათები ხასიათდებიან არა მხოლოდ ხასიათის დისჰარმონიულობით, ასევე შედარებით მაღალი მგრძნობელობით რიგი შინაგანი, სომატოგენური, ფსიქოგენური და სოციალური ფაქტორებისადმი. არსებობს ფსიქოპათიების მრავალრიცხოვანი კლასიფიკაციები. Read the rest of this entry »

ფსიქოორგანული სინდრომი


ფსიქოორგანული სინდრომი psychoorganic syndrome

ფსიქოორგანული სინდრომი - ფსიქოპათოლოგიური სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ძირითადად ვლინდება ინტელექტის, მეხსიერებისა და აფექტური სფერის დარღვევებით. განპირობებულია თავის ტვინის ორგანული დაზიანებით (ტრავმის, ინტოქსიკაციის, ინფექციის, სისხლძარღვოვანი და სხვა დაავადებების შედეგად). ფსიქოორგანული სინდრომიყველაზე იოლი ფორმის დროს წარმოდგენილია ასთენიური მდგომარეობით, რომელიც ვლინდება სისუსტით, დაუძლურებით, ემოციური ლაბილობით, მეხსიერებისა და შრომისუნარიანობის დაქვეითებით. Read the rest of this entry »

პროგრესირებადი დამბლა


პროგრესირებადი დამბლა progressive paralysis

პროგრესირებადი დამბლა - დიფუზური სიფილისური მენინგოენცეფალიტი, რომელიც ვლინდება ფსიქოორგანული და ნევროლოგიური დარღვევებითა და მთავრდება ღრმაჭკუასუსტობით.
პროგრესირებადი დამბლა - წარმოიქმნება სიფილისით დასნებოვნებიდან დაახლოებით 10 – 15 წლის შემდეგ. მკურნალობის გარეშე, როგორც წესი, 2-5 წლის შემდეგ მთავრდება ლეტალურად. საწყის სტადიაში შესაძლებელია გამოვლინდეს ნევროზისმაგვარი მდგომარეობები (ფსევდონევრასთენია), ასევე მანიაკალურიდეპრესიულიდელირიული, ჰალუცინაციურ-პარანოიდული მდგომარეობები განდიდების იდეებითა და იპოქონდრიული ნიჰილისტური ბოდვებით. Read the rest of this entry »

გონების დაბინდვა


გონების დაბინდვა

გონების დაბინდვა - ფსიქოპათოლოგიური პროცესი, საგნობრივი შემეცნებისა და თვითშემეცნების დარღვევები, რომლისთვისაც დამახასიათებელია: 1. გარემოს აღქმის გაძნელება; 2. ორიენტაციის დაკარგვა დროსა და სივრცეში; 3. ასოციაციური აზროვნების შეუძლებლობა; 4. მეხსიერებიდან გონების დაბინდვის პერიოდის სრული ან ნაწილობრივი ამოვარდნა. გონების დაკარგვის სტრუქტურისა და განცდების ხასიათის მიხედვით გამოყოფენ სხვადასხვა კლინიკურ ვარიანტებს. გაბრუების დროს გარეგანი გამაღიზიანებლები ძნელად აღიქმება. ავადმყოფები ცუდად გებულობენ სიტუაციას, ყოველთვის არ შეუძლიათ ელემენტარული დასკვნების გაკეთება, არიან უმოქმედონი, დამუხრუჭებულნი. შედარებით მძიმე ხარისხია სოპორი და კომაRead the rest of this entry »

ოლიგოფრენია


ოლიგოფრენია oligophrenia

ოლიგოფრენია - თანდაყოლილი ან შეძენილი ჭკუასუსტობა, რომელიც ვლინდებაინტელექტისა და ფსიქიკის განუვითარებლობით. ოლიგოფრენია არა პროგრედიენტული პროცესი, არამედ გადატანილი დაავადების შედეგია. გონებრივი ჩამორჩენილობის ხარისხი ფასდება რაოდენობრივად ინტელექტუალური კოეფიციენტის დახმარებით, სტანდარტული ფსიქოლოგიური ტესტების მიხედვით. ოლიგოფრენიას ხშირად თან ახლავს ფიზიკური განვითარების მანკები. Read the rest of this entry »

ნევროზები


ნევროზები neurosis

ნევროზები – ფსიქოგენიების განსაკუთრებით გავრცელებული სახე; ხასიათდება ფსიქიკური დარღვევების პარციალურობით, მათდამი კრიტიკული დამოკიდებულებით, დაავადების შეცნობის შენარჩუნებით, სომატური და ვეგეტატიური დარღვევებით. ნევროზების განვითარება ხდება სხვადასხვანაირად. ხანმოკლე ნევროზულ რეაქციებთან ერთად არაიშვიათად აღინიშნება ასევე მათი გახანგრძლივებული მიმდინარეობაც. ნევროზული რეაქციები წარმოიქმნება შედარებით სუსტ, მაგრამ ხანგრძლივად მოქმედ გამაღიზიანებლით, რომელიც იწვევს მუდმივ ემოციურ დაძაბულობას ან შინაგან კონფლიქტებს. გარდა ფსიქოგენური ზემოქმედებისა, ნევროზების გენეზში დიდი როლი ეკისრება კონსტიტუციურ კუთვნილებას. გამოყოფენ სამ ტიპს: ნევრასთენია, აკვიატებული მდგომარეობების ნევროზი, ისტერია. Read the rest of this entry »